„მე ვარ ნეოლიბერალიზმის პირმშო – სადაც ძალიან ცოტას ძალიან ბევრი აქვს – და ძალიან ბევრს ძალიან ცოტა….“ ქართველი ფოტოგრაფის მიერ თბილისში, ერთ – ერთ ქუჩაზე გადაღებული ფოტო საერთაშორისო კონკურსის – International Photo Awards / 35AWARDS რეიტინგში ლიდერთა სამეულშია.
გიორგი ყაულაშვილი ახალგაზრდა ფოტოგრაფია – მისი შემოქმედების ძირითადი თემატიკა თბილისის ქუჩების ყოველდღიურობაა, სადაც მხატვრული სინამდვილითაა ასახული ადამიანების ცხოვრება და ბრძოლა არსებობისათვის.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია ფოტოგრაფებისათვის, რა თქმა უნდა, გამიხარდება თუ გავიმარჯვებ, თუმცა ვფიქრობ, ის რაც მოხდა უკვე დიდი გამარჯვებაა” აღნიშნა „ქართულ კვირასთან” საუბარში გიორგი ყაულაშვილმა.