დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული ირაკლი ფარჯიანის ნახატების კატალოგისა და ციფრული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. კატალოგი ორ ენოვანია და მასში შესულია მხატვრის ის ნამუშევრები, რომლებიც განახლებულ ეროვნულ გალერეაში არის გამოფენილი, ციფრული პროექტის ჩვენება კი, რომელიც ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების ციფრულ ანიმაციას წარმოადგენს, გამოფენის დასრულებამდე, პირველ თებერვლამდე გასტანს. გამოფენის კურატორი, „ბაია გალერეას“ დამფუძნებელი – ბაია წიქორიძეა.
ირაკლი ფარჯიანი ქართველი მხატვარი, პოეტი, საქართველოს ეროვნული ჯილდოსა და ფიროსმანის პრემიის ლაურეატი იყო, იგი 1991 წელს გარდაიცვალა.