სალომე ჭაჭუა ირლანდიურ “ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს

სალომე ჭაჭუა ირლანდიურ “ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს

„სალომე ჭაჭუა სტუდია “პრაიმ დენსის” დამაარსებელი და დამდგმელი ქორეოგრაფი,  მის შესაძლებლობებს საზღვარი  არ აქვს , გამორჩეული და შრომის მოყვარე , თავისი საქმის პროფესიონალი მიწვეულია ირლანდიის “ცეკვავენ ვარსკვლავებში”.  გისურვებთ წარმატებას.

შენი ენერგეტიკა და მომნუსხველი სილამაზე არის იმის გარანტია, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სადაც არ უნდა იცეკვო იქნები ნომერ პირველი.“ – ეს ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გაავრცელა სოციალურ ქსელში ცეკვის სტუდია “პრაიმ დენსმა“

ახლა კი ცნობილი გახდა, რომ მისი მეწყვილე ირლანდიელი მორაგბე ჯორდან ქონროი იქნება.

„დაანონსდა ირალნდიის ცეკვავენ ვარსკვლავების წყვილების ვინაობა, სალომე ჭაჭუა და ჯორდან ქონროი იცეკვებენ ერთად. მსოფლიოში ერთ – ერთი ყველაზე გამორჩეული რაგბისტი სისწრაფით და სიძლიერით.  გისურვებთ  წარმატებას და გამარჯვებას “, – ნათქვამია ცეკვის სტუდიის “პრაიმ დენსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.