ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო დიპლომატიის ასწლიანი პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში ლატვიური კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით გამოიცა ცნობილი მწერლის როალდ დობროვენსკის რომან-ბიოგრაფია „რაინისი და მისი ძმები“.„რაინისი და მისი ძმები“ როალდ დობროვენსკის რომანია ლატვიელ პოეტზე, დრამატურგზე, მთარგმნელზე, პოლიტიკურ მოღვაწეზე, ლატვიელი ხალხის სულიერ ლიდერზე იანის პლიეკშანზე (1865-1929), ანუ რაინისზე.
“ლატვიის საელჩო საქართველოში გაწეული უდიდესი შრომისთვის მადლობას უხდის ქალბატონ მზია კობერიძეს წიგნის ქართულ ენაზე თარგმნისათვის, რედაქტორს – ლელა ბერიძეს და თითოეულ ადამიანს, ვინც კი იოტისოდენა წვლილი შეიტანა ამ საშვილიშვილო წიგნის მკითხველამდე მიტანაში” – აღნიშნულია საქართველოში ლატვიის საელჩოს განცხადებაში.