პროექტს „პატრიოტი დიასპორელი“ ქალაქ თბილისის 220-ე საჯარო სკოლა შეუერთდა

ფონდის “საქართველოს ემიგრანტები” პარტნიორთა რიცხვს ქალაქ თბილისის 220-ე საჯარო სკოლა შეუერთდა.ფონდსა და სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2021 წლის 28 დეკემბერს საზეიმო ვითარებაში გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფონდის დირექტორმა, ქეთევან კინწურაშვილმა და 220-ე სკოლის დირექტორმა, მანანა სამხარაძემ მ

მემორანდუმის მიზანია ქართული დიასპორული პროექტის პატრიოტი დიასპორელი • The Patriot of Georgian Diaspora მხარდაჭერა პროექტის ფარგლებში დადგენილი პირობების გათვალისწინებით, ქართული წარმოშობის დიასპორელების ქართულ სასწავლო პროცესში გარკვეული ხნით ინტეგრირება, მათი ქართული ენის ცოდნის პრაქტიკული გამოცდილებით გამდიდრება, დიასპორელების ქართული ენობრივ-კულტურული იდენტობის შეგნების ამაღლება და, ზოგადად, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველი მოზარდების ერთმანეთთან დაახლოება.

ქალაქ თბილისის 220-ე საჯარო სკოლა არის ყველაზე ახალი და პირველი ავტორიზირებული სკოლა საჯარო სკოლებს შორის,რომელიც  2020 წლის 2 მარტს გაიხსნა.