კატარში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, დოჰას ფილმის ინსტიტუტი ფილმების დაფინანსების საგრანტო პროგრამას აცხადებს.
დოჰას კინოს ინსტიტუტის საგრანტო პროგრამა საქართველოსთან მიმართებით ითვალისწინებს სრულმეტრაჟიანი ფილმების პოსტ-პროდუქციის (მონტაჟი, ფერის კორექცია, ხმის დიზაინი, მუსიკალური გაფორმება, ვიზუალური ეფექტები, ტიტრები) დაფინანსებას.
„საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მიზნით აპლიკაციების მიიღება 2022 წლის 7 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით.
საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის ხილვა და აპლიკაციების წარდგენა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე https://www.dohafilminstitute.com/finan…/grants/guidelines“ – ნათქვამია კატარში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.