თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, ელენე მიქაბერიძემ მუშაობა Google-ში, მაუნტინ-ვიუს ოფისში, Customer Engagement Team-ში Software Engineer-ის პოზიციაზე დაიწყო, ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს
ელენე თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებულია, რომელმაც პროგრამირება დამატებით სპეციალობად (minor-ად) გაიარა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის კურსდამთავრებულმა, ალექსანდრე ცხოვრებოვმა მუშაობა Google-ის მიუნხენის ოფისში დაიწყო.