29 დეკემბერს, სამეფო უბნის თეატრში ისრაელელი დრამატურგების პიესების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.წიგნის წარდგენასთან ერთად, პრეზენტაციაზე პიესების მიხედვით გადაღებული ვიდეოების ჩვენება შედგა, პრეზენტაციის დასკვნით ნაწილში კი სამეფო უბნის თეატრის მსახიობებმა წაიკითხეს ნაწყვეტი ერთ-ერთი პიესიდან – „რევოლუციონერი ცოლები“.
წიგნში თავმოყრილია თანამედროვე ისრაელელი ქალების მიერ დაწერილი ხუთი პიესა, რომელთა მთავარი გმირებიც სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა თუ სოციალური ფენის წარმომადგენელი ქალები არიან. პიესები ეხმიანება იმ მწვავე სოციალურ საკითხებს, რომლებიც დღესაც აქტუალურია საზოგადოებისთვის როგორც საქართველოში, ისე – ისრაელში. ნაწარმოებები ქართულად მამუკა ბუცხრიკიძემ თარგმნა.
წიგნი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით გამოიცა