”ექსპო 2020 დუბაის“ ფარგლებში, დუბაიში, საქართველოს ეროვნული დღე აღინიშნა

საერთაშორისო გამოფენა ”ექსპო 2020 დუბაის“ ფარგლებში, დუბაიში, საქართველოს ეროვნული დღე აღინიშნა, რომელსაც ქართული დელეგაცია ესწრებოდა.

საქართველოს ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ექსპო 2020 დუბაიზე  ოფიციალური ცერემონიალით გაიხსნა. ოფიციალური ნაწილის შემდე, დამთვალიერებლებმა იხილეს სუხიშვილების ბალეტისა და ანსამბლ „ბასიანის“  ფოლკლორული ნომრები, ასევე გაეცნენ ქართული კულტურის სხვადასხვა ნიმუშებს.

გარდა ამისა, დღის განმავლობაში დაგეგმილი იყო გორის ქალთა გუნდის კონცერტი, ხოლო საღამოს დასკვნით ღონისძიებად „დუბაი მილენიუმ ამფითეატრში“ სუხიშვილებისა და „ბასიანის“ გალა-კონცერტი გაიმართა.

საქართველოს პავილიონი, რომელიც ექსპოს გახსნიდან –  ოქტომბრიდან  ფუნქციონირებს უკვე რამდენიმე ათასმა  ვიზიტორმა დაათვალიერა. ქართული პავილიონი წარმოდგენილია ოთხი თემატური მიმართულებით – ტრადიციული მეღვინეობა, ქართული დამწერლობა, დინამიური და განვითარებადი ტურისტული მიმართულება მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ბიზნესგარემო.

ექსპო 2020 დუბაიში მსოფლიოს 191 ქვეყანა მონაწილეობს.