ბავშვის განვითარების უნიკალური მეთოდი – მენტალური არითმეტიკის უპირატესობები

მენტალური არითმეტიკა მსოფლიოში აღიარებული, ბავშვის განვითარების უნიკალური მეთოდია. ეს არის ტვინის ერთგვარი ტრენაჟორი, რომელიც ეხმარება ტვინის ორივე ნახევარსფეროს თანაბრად და ჰარმონიულად განვითარდეს, შედეგად კი, უმჯობესდება როგორც ანალიტიკური, ისე შემოქმედებითი აზროვნება. ავითარებს ბავშვის მეხსიერებას, ყურადღებისა და წარმოსახვის უნარს.

იაპონური მეთოდი საქართველოში ხელმისაწვდომი რამდენიმე წლის წინ გახდა. ამაში წვლილი მენტალური არითმეტიკის სკოლა „სუმატო+“-ს მიუძღვის. ინოვაციური სწავლების მეთოდის შემოტანა და დანერგვა შრომატევადი, თუმცა საინტერესო პროცესი აღმოჩნდა. 2016 წლიდან დღემდე, სუმატოს რთული და შრომატევადი გზის გავლა მოუწია.  სკოლის მეშვეობით, დღეს არითმეტიკის სკოლის პროგრამები არამხოლოდ საქართველოში მცხოვრები, არამედ ემიგრანტი ბავშვებისთვისაც ხელმისაწვდომია. სწავლა რამდენიმე ენაზე მიმდინარეობს.

რა არის მენტალური არითმეტიკა, რა უპირატესობები აქვს და რითი განსხვავდება ჩვეულებრივი არითმეტიკისგან, რაც სკოლაში ისწავლება? სად და როგორ შეუძლიათ ბავშვებს მისი შესწავლა? – ამ და სხვა კითხვებს ჩვენი რესპონდენტი ვიდეო ინტერვიუში პასუხობს.

,,ვფიქრობ ოცდამეერთე  საუკუნეში, როდესაც უამრავი გამოწვევები აქვთ ჩვენს ბავშვებს, მშობლის მხრიდან საკმაოდ კარგი და გონივრული ინვესტიციაა მენტალური არითმეტიკით დაინტერესება, რაც თანამედროვე სამყაროში ასე უწყობს ხელს ბავშვის ჩამოყალიბებასა და კოგნიტური უნარების განვითარებას” – ამბობს ინტერვიუში „სუმატო +“-ს დამფუძნებელი ინგა ნოდია.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"