2021 წლის 25 დეკემბერს, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, ყოვლადუსამღვდელოესმა მეუფე საბამ, ჩრდილოეთ კალიფორნიაში, ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილ ტერიტორიაზე ჯვარი აღმართა.
ჯვრის აღმართვაში მონაწილეობა მიიღეს ეპარქიის სამღვდელოებამ: არქიმანდრიტმა ექვთიმემ (ხარეძე) არქიმანდრიტმა შიომ (ღონღაძე) და კალიფორნიის სამრევლომ.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ, უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს, ვულოცავთ აღსაყდრების 44 -ე წლისთავს და ვუძღვნით ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას.
ვმადლობდეთ უფალსა! და მადლობა სამრევლოს ყველა იმ წევრს, ვისაც წვლილი მიუძღვის ჯვრის აღმართვაში. უფალმა შეიწიროს მათი მოშურნეობა და დალოცოს მათი ოჯახები“, – ნათქვამია კალიფორნიაში ივერიის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.