ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობების კრებული გერმანულ ენაზე გამოიცა

მწერალთა სახლის ხელშეწყობით გერმანულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის POP-Verlag Ludwigsburg მიერ გამოიცა ნიკო ლორთქიფანიძის  მოთხრობების კრებული. მთარგმნელი: მაია ლისოვსკი

ნიკო ლორთქიფანიძე  უბადლო ნოველისტი, უაღესად ჰუმანისტური იდეალების გამომხატველი შემოქმედი, ქართული იმპრესიონისტული პროზის ფუძემდებელი, მეოცე საუკუნის ერთ – ერთი ყველაზე დიდი ქართველი პროზაიკოსია