თურქეთში ქართული მინერალური წყლის – „ბორჯომის” პრეზენტაცია გამართა

2021 წლის 24 დეკემბერს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ, ქართულ-თურქული კომპანიის „GeoGroup” Borjomi Türkiye დამფუძნებლებთან ერთად, ქართული მინერალური წყლის – „ბორჯომის” პრეზენტაცია გამართა. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო თურქეთში.

„უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის, თურქეთის არაერთ ქალაქში (ანკარა, სტამბოლი, იზმირი, ანტალია, ბურსა, ადანა, ჰათაი, მერსინი, გაზიანთეფი, მუღლა) 150 000 ბოთლი ბორჯომი ხელმისაწვდომია ცნობილი თურქული სუპერმარკეტების ქსელის „Migros” – „Macrocenter” მარკეტებში.

ამასთან, ახლო მომავალში, იგეგმება დამატებითი რაოდენობის „ბორჯომის” ექსპორტი თურქეთის რესპუბლიკაში, რაც ზემოაღნიშნულ მარკეტებში ხელმისაწვდომი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – ნათქვამია თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.