ლანა ღოღობერიძის ფილმი “ოქროს ძაფი” ტოკიოს ეკრანებზე გამოვა

ლანა ღოღობერიძის ფილმი “ოქროს ძაფი” ტოკიოს ეკრანებზე გამოვა- ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს, ცნობილი ქართველი რეჟისორის – ლანა ღოღობერიძის ფილმი  „ოქროს ძაფი“ საქართველო – საფრანგეთის კოპროდუქციაა,ფილმის მსოფლიო პრემიერა – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში 2019 წელს შედგა.

ფილმის შესახებ: ორი მოხუცი ქალი, საბჭოთა დროში ერთმანეთს დაპირისპებული, იძულებულნი არიან ერთად იცხოვრონ. მხოლოდ ერთის გაუჩინარება დააფიქრებს მეორეს რა უფრო მნიშვნელოვანია, პოლიტიკური დაპირისპირება თუ თანაგრძნობა. ამაში მას მკვდრეთით აღმდგარი სიყვარული ეხმარება. ფილმში  ნანა ჯორჯაძე, გურანდა გაბუნია, ზურა ყიფშიძე, დათო კვირცხალია. თემიკო ჭიჭინაძე. ნინო კირთაძე და მარიტა ბერიძე მონაწილეობენ