13-23 დეკემბერს, პოლონეთის საინვესტიციო და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ორგანიზებითა და პოლონეთის საელჩოს თანამონაწილეობით „პოლონეთის დღეები საქართველოში“ იმართება.
ღონისძიება ელჩმა მარიუშ მაშკევიჩმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან ღონისძიების ქართველ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა, ხოლო პოლონურ კომპანიებს წარმატებები უსურვა ქართულ ბაზარზე. მოწვეულმა მომხსენებლებმა სხვადასხვა შეთავაზებები წარმოდგინეს და პოლონური წარმოების შესახებ ისაუბრეს – კოსმეტიკა, საკვები პროდუქტები, სამშენებლო სექტორი და ა.შ.
საღამოს მონაწილეებმა პოლონური ხალხური სიმღერები და ფრიდერიკ შოპენის კომპოზიციები მოისმინეს, რომლებიც დედოფალ იადვიგას სახელობის თბილისის პოლონური სკოლის მოსწავლეებმა და რევაზ მარშანიამ შეასრულეს.