სოხუმი, თბილისი, მიუნხენი- გოგონა აფხაზეთიდან, რომელსაც ემიგრანტობა ხელოვნების სიყვარულმა გადაატანინა

ვიდეობლოგის სტუმარი გერმანიის ქალაქ მიუნხენში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნინო სამუშიაა. ნინო აფხაზეთიდან არის.  2 წლის იყო, როდესაც ოჯახს სახლ-კარის დატოვება მოუწია და თბილისში დასახლდა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა. 2016 წლიდან კი, ცხოვრობს გერმანიაში.

ხატვა ბავშვობაში დაიწყო, თუმცა აქტიურად ბოლო 5-6 წელია, რაც მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ნინოს შემოქმედება მხატვრულ მიმდინარეობებს: დუდლს, რეალიზმს, სიმბოლიზმს, სიურეალიზმს,  გეომეტრიულ აბსტრაქციასა და გრაფიკას აერთიანებს. განსაკუთრებით ადამიანისა და ცხოველების პორტრეტების ხატვა უყვარს. მუშაობს ინტერიერისა და ექსტერიერის კედლის მხატვრადაც, ასევე ქარგავს ძალიან ბევრს, უყვარს ტანისამოსის გაფორებაც.  ნინო 5 წელია ხელოვნების სკოლის პედაგოგია, სადაც ბავშვებს ხატვას ასწავლის.

,,თუ ადამიანს შეუძლია რამეზე იოცნებოს, ლოგიკურად შეუძლია ის განახორციელეს კიდეც – ამ ფრაზით ვხელმძღვანელობ ყოველთვის, როდესაც თვალს ვახელ და ახალ დღეს ვიწყებ… ჩემი ოცნებაა საცხოვრებლად ბერლინში გადავიდე და გავხსნა პატარა არტ-სტუდია, სადაც ბავშვები შეძლებენ ხატვის შესწავლას და პარალელურად საგამოფენო სივრცეში წარდგენას, რომელიც იქნება  ამავე სტუდიის ნაწილი. ვოცნებობ ასევე პერსონალურ გამოფენაზე. ამ სფეროში მოღვაწეობა მეხმარება სტრესის  და დეპრესიის დაძლევაში, რაც გამოწვეულია სამშობლოდან, ოჯახიდან შორს ყოფნით. უოლტ დისნეი ამბობს: თუ ადამიანს შეუძლია რამეზე იოცნებოს, ლოგიკურად შეუძლია ის განახორციელეს კიდეც… სწორედ ამ ფრაზით ვხელმძღვანელობ ყოველთვის, როდესაც თვალს ვახელ და ვიწყებ ახალ დღეს“ – ამბობს ინტერვიუში ნინო.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"