პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, დაიბეჭდა 2022 წლის კალენდარი, რომელშიც გამოყენებულია საქართველოში გადაღებული ფოტოსურათები.
„პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ქ. ვროცლავში საქართველოს საპატიო საკონსულოსა და პოლონურ-ქართული სავაჭრო სამრეწველო პალატის პატრონაჟით დაიბეჭდა 2022 წლის კალენდარი, რომელშიც გამოყენებულია პოლონელი ფოტოგრაფის, მაგდალენა კონიკის მიერ საქართველოში გადაღებული ფოტოსურათები“, – ნათქვამია პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.