“მწვანე ეკონომიკის სკოლის” პროექტის ფარგლებში, 15 დეკემბერს, საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის გამოცხადებული კონკურსის ნაშრომების წარდგენა და დაჯილდოება გაიმართა. ინფორმაციას ნიდერლანდების საელჩო ავრცელებს.
პროექტი, რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერია ნიდერლანდების საელჩო, ასოციაცია ტყის პროდუქტი/Georgian Forest Product Association, CENN-ის და პარლამენტის აგრარული კომიტეტის თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.
„სტუდენტებმა, პროექტის მანძილზე მიღებული ცოდნის დახმარებით, ტყის არამერქნული რესურსების მდგრად გამოყენებასთან დაკავშირებული ბიზნესგეგმები შეიმუშავეს და ჟიურის წარუდგინეს.
ნიდერლანდების საელჩო ულოცავს მონაწილეებს და განსაკუთრებით გამარჯებულებს პროექტის წარმატებით დასრულებას“, – ნათქვამია ნიდერლანდების საელჩო მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.