14 დეკემბერს მალაიზიაში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირის კულტურის ინსტიტუტების (EUNIC) მალაიზიის ფილიალის თანაორგანიზებით ქ. კუალა ლუმპურის Quill City Mall-ის სავაჭრო ცენტრში მდებარე GSC-ის კინოთეატრში შედგა რეჟისორ ელდარ შენგელაიას მხატვრული ფილმის „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ ჩვენება.ფილმის ჩვენება გაიმართა მალაიზიის მთავრობის მიერ დაწესებული უსაფრთხოების რეგულაციების (პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირებისა და პირადი ჰიგიენის წესების) სრული დაცვით.
ღონისძიებას დაესწრნენ კუალა ლუმპურში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, გოეთეს ინსტიტუტის, ფრანგული ალიანსის, ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლები და მალაიზიის მოქალაქეები. ფილმმა მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.