“მიტოვებული სოფელი” სარდინიის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა

მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმი “მიტოვებული სოფელი” სარდინიის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა- ფილმმა მიიღო MANFREDO MANFREDI-ის ჯილდო „საუკეთესო ფილმისთვის, რომელიც ადამიანებს აფიქრებს“

“მიტოვებული სოფელი” პირველად 2020 წელს, იაპონიაში,ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს, სადაც ფილმს გადაეცა იაპონიის საგარაო საქმეთა სამინისტროს ჯილდო,პარიზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ფილმმა ორი ჯილდო მიიღო: ჟიურის პრიზი და მაყურებლის სიმპათია, კანადაში კი, ოტავას ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე „მიტოვებულ სოფელს“ გადაეცა ჯილდო საუკეთესო დიზაინისთვის

“მიტოვებული სოფელი” შექმნილია კინოსტუდია „კვალი XXI“-ისა და “ქართული ფილმი-აფხაზეთი”-ს ბაზაზე ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმის პროდიუსერია მარიამ კანდელაკი.