საკალათბურთო აკადემია “ვინგსის” 2006 წლიანების გუნდი ქალაქ ვილნიუსში გაემგზავრა, სადაც European Youth Basketball Academy-ის გათამაშებაში ჩაერთვება.
“ჩვენი გუნდი მიემგზავრება ლიეტუვაში, ვილნიუსში, სადაც EYBL(European Youth Basketball Academy)-ის გათამაშებაში ჩაერთვება. ეს ევროპაში დონით მეორე ტურნირია ევროლიგის შემდეგ.
გუნდი 5 ოფიციალურ თამაშს ჩაატარებს უკრაინის ეროვნული ნაკრების, ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების, გროდნოს, მინსკისა და ვილნიუსის გუნდებთან.
მოგეხსენებათ, პანდემიის გამო, საქართველოში ეროვნული ასაკობრივი ჩემპიონატები ვერ ტარდება. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო ტურნირი ჩვენთვის დიდი გამოცდილება და გამოწვევაა.
გუნდმა მოსამზადებელი ეტაპი ბევრი ამხანაგური თამაშითა და ვარჯიშით კარგად გაიარა. რაც შეეხება მოლოდინს, მიუხედავად რთული მეტოქეებისა, ლიეტუვადან დადებითი ბალანსის წამოსაღებად მივდივართ.“, – განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნიკა ბურჯანაძემ “ქართულ კვირასთან“ საუბრისას.
ტურნირი 17 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.
საკალათბურთო აკადემია “ვინგსი“ 2014 წელს დაარსდა. მისი მიზანია, კალათბურთისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია საქართველოში.