არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ტურისტების მოზიდვის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და აეროპორტების გაერთიანებამ აბუ-დაბიში ერთობლივი ღონისძიება გამართა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საამიროების 50-მდე კერძო კომპანიის წარმომადგენელს საქართველოს ტურისტული ვითარების შესახებ ინფორმაცია დეტალურად მიაწოდეს.
გაიმართა B2B შეხვედრები, სადაც ქართულმა და არაბულმა კომპანიების წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი ტურების ორგანიზების შესახებ იმსჯელეს.
აბუ-დაბიში პრეზენტაციის გამართვის შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოში მედიის წარმომადგენლებს, ბლოგერებსა და ინფლუენსერებს უმასპინძლებს.