საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრები გუნდი საქართველოს პირველი და მსოფლიოს 22-ე ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის მეთაურობით, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში, ATP CUP – ზე მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, ალექსანდრე ბაკში, ზურა ტყემალაძე და ATP Cup გუნდის ახალი წევრი საბა ფურცელაძე სიდნეიში 27 დეკემბერს გაემგზავრებიან და 2022 წლის 2 იანვრიდან საკვალიფიკაციო მატჩებს გამართავენ.
„ATP CUP -ზე მსოფლიოს 16 გუნდი მონაწილეობს და საქართველოს ნაკრები გუნდი, ნიკოლოზ ბასილაშვილის 2021 წელს მიღწეული შედეგის გათვალისწინებით, ტურნირზე მე-14-ე ნომრად არის განთესილი. წილისყრის მიხედვით, 16 ნაკრები გუნდი ოთხ ქვეჯგუფში გადანაწილდა და საქართველოს ნაკრები გუნდი D ქვეჯგუფში საბერძნეთის , პოლონეთის და არგენტინის ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდება“, – ნათქვამია საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 1-ელ იანვარს არგენტინის, 3 იანვარს პოლონეთის და 5 იანვარს საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ATP Cup ახალი ფორმატის ტურნირია, რომელიც პირველად 2020 წელს გაიმართა და ყოველწლიურად ავსტრალიის ღია პირველობდე ავსტრალიაში ჩატარდება.