ეკატერინე გოგოლიძემ სკონცერტმაისტერო ხელოვნების კატეგორიაში გრან პრი მოიპოვა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, ყაზახეთში, ქ. ალმა-ატაში  ონლაინ ფორმატში გამართულ ევა, იოსებ, სემიონ კოგანების სახელობის მუსიკოს – შემსრულებელთა I საერთაშორისო კონკურსზე  თბილისის კონსერვატორიის დოქტორანტმა ეკატერინე გოგოლიძემ სკონცერტმაისტერო ხელოვნების კატეგორიაში გრან პრი მოიპოვა.

ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი ნანი სანაძე.

ამასთან ერთად, მას გადაეცა სემიონ კოგანის სახელობის სპეციალური პრიზი.