ნიდერლანდებში ქართული დიასპორული სამოყვარულო თეატრი “დაბრუნება” დაარსდა, ეს არის ,,ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის” ბაზაზე შექმნილი სამოყვარულო თეატრალური დასებისა და ემიგრაციაში მცხოვრები მოყვარული მსახიობების გაერთიანება.
თეატრის მიზანია, ქართული სახელმწიფო თეატრალური დასების და დიასპორაში არსებული სამოყვარული თეატრების ჩართულობით განახორციელოს საერთაშორისო თეატრალური პროექტები და ქართული ენის შენარჩუნების კუთხით ხელი შეუწყოს დიასპორაში ქართული თეატრის როლის გააქტიურებას, სხვადასხვა ქვეყანაში ახალი სამოყვარულო თეატრალური დასების შექმნას.
ქართული დიასპორული სამოყვარულო თეატრის შექმნის ინიციატორი გახლავთ, „ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის“ დამფუძნებელი და ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტი თიკა სვანიძე-ვენკო.