1-3 დეკემბერს, კატარში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და კატარის ტურიზმის საბჭოსთან ერთობლივი თანამშრომლობით, 2021 წლის კატარის საერთაშორისო კულინარიული ფესტივალის მიმდინარეობისას ქართული კულინარიის დღეები გაიმართა.
ქართული კულინარიის დღეების ფარგლებში კატარის სახელმწიფოს ქართველი შეფ-მზარეული ალექსანდრე უგრეხელიძე ეწვია. დოჰას ცენტრალურ პარკში (Al Bidda Park) გაიმართა კულინარიული მასტერ კლასები, სადაც ქართველი შეფ-მზარეულის მიერ მომზადდა სხვადასხვა ქართული კერძები. ფესტივალში მონაწილე სტუმრებს მიეწოდა იფორმაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის, ასევე ქართული კულინარიის ისტორიის და საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი კერძების შესახებ. სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეფასებინათ ქართული კერძები.
ქართული კულინარიის დღეების საზეიმო ფინალურ შოუში ქართველ შეფ-მზარეულთან ერთად ქართული კერძები მოამზადა ცნობილმა კატარელმა შეფ-მზარეულმა აიშა ალ თამიმიმ. ქართულ კულინარიის დღეებს კატარელ და უცხოელ სტუმრებთან ერთად კატარში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.