4 და 5 დეკემბერს, ათენში, „ამაქსოსტასიოს“ ღია სივრცეში, გაიმართება ყოველწლიური საქველმოქმედო საშობაო გამოფენა–გაყიდვა.
ტრადიციულად, საქველმოქმედო საშობაო გამოფენა-საყიდვაზე საქართველოს საელჩოც იქნება წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში, ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება საბერძნეთში მცხოვრები ქართველების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები, ქართული ღვინო, ასევე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქორეოგრაფიული ანსამბლები: ათენის კულტურის ცენტრი ,,კავკასია” (შაბათს, 4 დეკემბერს, 11.30 საათზე); ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაციია (კვირას, 5 დეკემბერს, 14.00 საათზე). მისამართი: ათენი, „ამაქსოსტასიო“ (ΑΜΑΞΟΣΤΑΣΙΟ, Πειραιώς και Ερμού, Αθήνα 105 53). ორდღიანი გამოფენა-გაყიდვა დაიწყება 10.00 საათზე და გაგრძელდება 20.00 საათამდე. დასწრება უფასოა.