ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის სპექტაკლს “მარატ სადი“ მსახიობები ტაშკენტში – საერთაშორისო ახალგაზრდული თეატრალური ფორუმის ფარგლებში 2 დეკემბერს წარმოადგენენ.
ახალგაზრდა რეჟისორმა, საბა ასლამაზიშვილმა სპექტაკლისთვის “მარატ სადი”, რომელიც ილიაუნის თეატრში 2018 წელს განახორციელა , ექსპერიმენტის გზა აირჩია და წარმოდგენა არა ტრადიციულ სივრცეში, არამედ თეატრის ფოიეში დადგა. ორი საათით ილიაუნის თეატრი შარანტონის თავშესაფარის იერს იღებს და მსახიობები მაყურებელთან ერთად ცდილობენ საფრანგეთის რევოლუციის პერიპეტიების გახსენებისას მონახონ პახუხები იმ კითხვებზე, რომელნიც დღესაც ესოდენ საჭირბოროტოა.