შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაიწყო პროექტი „კულტურული ღონისძიებები საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისათვის“.
პროექტის ფარგლებში ხელოვნების მუზეუმის ორგანიზებით ავსტრიაში, კერძოდ, ქალაქ გრაცის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საკვირაო სკოლა “იმედის” მოსწავლეებისათვის და ირლანდიაში, ქალაქ დუბლინში არსებული ქართული საგანმანათლებლო ცენტრის „ლამპარის” მოსწავლეებისათვის ჩატარდა ონლაინ-ლექცია ქართული ეროვნული სამოსის შესახებ. ლექციას უძღვებოდა ხელოვნების მუზეუმის ნაქარგობისა და ქსოვილების ფონდის ასისტენტ-კურატორი ეკა ბერელაშვილი.
პროექტის მიზანია საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის კულტურულ პროცესებში, ინიციატივა ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვების სამშობლოსთან კულტურული კავშირების შენარჩუნებასა და გაძლიერებას, მათი ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებასა და კულტურაზე ხელმისაწვდომობას. შეგახსენებთ, რომ პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.და მის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრიაში, ირლანდიაში, საბერძნეთში, საფრანგეთსა და ბელგიაში მოქმედი 7 საკვირაო სკოლის 3-დან 18 წლამდე ასაკის 300 მოსწავლისთვის გაიმართება მრავალფეროვანი კულტურულ-შემეცნებითი ონლაინ ღონისძიებები.
პროექტის განმახორციელებლები არიან:შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი – ვიდეოგაკვეთილებისა და ილუსტრაციების ჩვენება;ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი – სპექტაკლების ჩანაწერების ჩვენება, შეხვედრები ქეთევან დუმბაძესთან და ია შუღლიაშვილთან;საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი – ლექციები ქართული ქსოვილის თემატიკასა და ქართველ მეფე-დედოფალთა სამოსის შესახებ;ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი – შემოქმედებითი აქტივობებით (ხალხური რეწვა) დატვირთული პრეზენტაციები და მასტერკლასი ექსპედიციების, ხალხური თამაშობების და სალოტბარო სკოლის ბავშვების შესახებ ;გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი -კულტურულ-შემეცნებითი ონლაინ ლექციები.