გერმანულ პრესაში ბესიკ ხარანაულის ნაწარმოების “წიგნი ამბა ბესარიონისა” შესახებ ვრცელი რეზენცია დაიბეჭდა. წიგნი 2021 წელს მწერალთა სახლის ხელშეწყობით, გერმანულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის Dagyeli Verlag GmbH მიერ გამოიცა, მთარგმნელი: იულია დენგი.
წიგნის შესახებ: „არასერიოზულობა, როგორც ადამიანის სერიოზული დამოკიდებულების ძალა არსებობის სიმძიმის მიმართ… მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ადამიანს მაინც ეწვევა ხოლმე სერიოზული ფიქრები, რომელთა რაობასა და წარმომავლობაზეც არავითარი სერიოზული ცოდნა არ გააჩნია“…