საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია “სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის წევრი (International Federation of Mountain Guides Associations – IFMGA) გახდა.
IFMGA -ის სერთიფიკატი საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაციაა პროფესიონალი მთის გიდებისთვის.
ქართველი გამყოლები მოხვდებიან მსოფლიო გიდების ერთიან ბაზაში და მათი საქმიანობა ლეგიტიმური იქნება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.
IFMGA – 1965 წელს დაარსდა და 24 ქვეყნის ასოციაციას აერთიანებს. საქართველო რიგით 25-ე წევრი ქვეყანა იქნება.
IFMGA-მ ჩამოაყალიბა პროფესიული ქცევის კოდექსი, რომელიც უნდა დაიცვას მის მიერ აღიარებულმა სამთო გამყოლმა. კოდექსში ასახულია, როგორც მათი როლი, ასევე ჩამოყალიბებულია ვალდებულებები მეგზურების მიმართ.