საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტები მცხეთასა და ანანურში ექსკურსიით იმყოფებოდნენ.
მათ ისტორიული ქალაქების კულტურული ძეგლები მოინახულეს და დედაქალაქში დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.
ექსკურსია სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ინიციატივითა და სტუდენტთა თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა.
„გასვლითი ღონისძიება უცხოელი სტუდენტებისთვის საქართველოს უკეთ გაცნობის, მათი სოციალიზაციის გაზრდისა და ახალგაზრდების ერთმანეთთან დაახლოების მიზნით მოეწყო“, – ნათქვამია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ექსკურსიის დასასრულს, უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუდენტებს დაპირდნენ, რომ მათთვის მსგავსი ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში მოეწყობა. უნივერსიტეტმა თითოეულ მათგანს, სიმბოლური საჩუქარიც გადასცა.