თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 5-დან 12 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. კინოჩვენებები გაიმართება კინოთეატრ “ამირანსა” და საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზებში. ფესტივალი გაიხსნება ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმით „მეოთხე ბრაიტონი“
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 2000 წელს დაარსდა.ინოფესტივალის მთავარი მიზანია, მაყურებელს გააცნოს მსოფლიო და ქართული კინემატოგრაფიის ახალი, მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე ნამუშევრები, მსოფლიო კინოს ახალი ტენდენციები და ხელი შეუწყოს ქართული კინოინდუსტრიის განვითარებას.პროფესიული შეხვედრები, უორკშოპები, მასტერკლასები, რეტროსპექტივები და სხვა ინდუსტრიული ღონისძიებები, რომლებიც ყოველწლიურად იმართება ფესტივალის ფარგლებში,სტიმულს აძლევს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების ნიჭისა და შემოქმედებითი ხედვის განვითარებას.
ფესტივალს დახურავს ფრანგი რეჟისორისა და მსახიობის – ლუი გარელის ფილმი, „ჯვაროსნული ლაშქრობა“ და გამოვლინდებიან საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები, რომლებსაც ფესტივალის მთავარი პრიზი, „ოქროს პრომეთე“ გადაეცემათ.