ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის დასი ორდღიანი გასტროლით სლოვენიის ქალაქ ნოვა გორიცაში იმყოფებოდა, ქართველ მსახიობებს სლოვენია სავსე დარბაზითა და გულწრფელი აპლოდისმენტებით დახვდა. ქუთაისის დრამატული თეატრის დასმა სლოვენიაში ორი სპექტაკლი : „DUPLET“ (დრამე ორ მოქმედებად/ რეჟისორი კოტე აბაშიძე) და „ კუ +კოკინა” (კომედია ერთ მოქმედებად/ რეჟისორები: ლევან სვანაძე, კოტე აბაშიძე) წარმოადგინა.
სპექტაკლებს დაესწრნენ საქართველოს ელჩი სლოვენიაში ირაკლი კოპლატაძე და საელჩოს სხვა წარმომადგენლები.