საფრანგეთში ქართველი ფოტოგრაფის ნათელა გრიგალაშვილის პირველი პირველი ფოტო წიგნი გამოიცა , წიგნი “დუხობორების მიწა” ორენოვანია (ინგლისურ-ფრანგული) და გასული 7 წლის მანძილზე, ფოტოგრაფის მიერ დუხობორების თემში გადაღებული ფოტოებისაგან შედგება.
ნათელა გრიგალაშვილის ფოტოები წლებია არაერთ საერთაშორისო გამოცემაში იბეჭდება. ის დამოუკიდებელი ფოტოგრაფია, მუშაობს ფოტოსერიებზე, იღებს ძირითადად რეგიონებში, მისი ფოტოსერიები განსაკუთრებული და გამორჩეულია – მათში მხატვრული სინამდვილითაა ასახული რეგიონებში მცხოვრებ ადამიანთა ყოვლდღიური ცხოვრება, იმედი და სევდა.
ნათელა გრიგალაშვილის ცნობილი ფოტოსერიებია: „დედაჩემის წიგნი“, „დუხობორების მიწა“, „თაგვების სოფელი“, „ცხოველთა ბაზრობა” “ეთნიკური უმცირესობები საქართველოში“ „პანკისის ხეობის ქალები”