ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 23 ნოემბერს საქართველოს საელჩო და საკონსულო განყოფილება არ იმუშავებს.
„საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, 23 ნოემბერი უქმე დღედ არის გამოცხადებული, რის გამოც საქართველოს საელჩო და საკონსულო განყოფილება არ იმუშავებს.
საელჩო და საკონსულო მუშაობას განაახლებენ ოთხშაბათს, 24 ნოემბერს ჩვეულ რეჟიმში.
გადაუდებელ შემთხვევებში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით საკონსულოს ცხელი ხაზის ნომერზე: +43 676 3259839“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.