საქართველოს არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან ბლოგერები ეწვივნენ

საქართველოს არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან ბლოგერები ეწვივნენ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან ბლოგერები ეწვივნენ.  ინფლუენსერები საქართველოს ტურისტული პროდუქტების, ბუნების, ეკო ტურიზმის, კულტურისა და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის შესახებ რეპორტაჟებს მოამზადებენ.

გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა სოციალურ ქსელებში განთავსდება და ათიათასობით ადამიანი ნახავს.