2021 წლის 22 ნოემბრიდან, ავსტრიის მასშტაბით ძალაში შემდის ე.წ. „მკაცრი ლოქდაუნი“, რომელიც ავსტრიის ტერიტორიაზე მყოფ ყველა პირს შეეხება. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში.
მათი ინფორმაციით, „მკაცრი ლოქდაუნი“ 12 დეკემბრამდე გაგრძელდება და შემდგომ „ლოქდაუნი“ შეეხებათ მხოლოდ არა-ვაქცინირებულ და ვირუს-არგადატანილ პირებს.
ლოქდაუნის ფარგლებში:
საცხოვრებელი ფართის დატოვება პირს შეეძლება მხოლოდ შემდეგი მიზნებისათვის:
- სამსახურში წასვლა;
- სასწავლო დაწესებულებაში წასვლა (სკოლა და უნივერსიტეტი);
- საყიდლებზე გასვლა (სურსათის მაღაზია, აფთიაქი, თამბაქოს მაღაზია (Trafik), საფოსტო ოფისი და ბენზინ-გასამართი სადგური);
- ბანკში წასვლა;
- სარეკრეაციო მიზნით ჰაერზე გასვლა;
- სამედიცინო მომსახურების მიღება;
- აცრის გაკეთება;
- რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება;
- გადაუდებელი ვიზიტი სახელმწიფო დაწესებულებაში.
დროებით მუშაობას წყვეტს:
- გასტრონომიის სექტორი;
- სილამაზის და სხეულის მოვლის ობიექტები.
ვაჭრობის სექტორში მუშაობას აგრძელებენ მხოლოდ ის ობიექტები, რომლების საჭიროა ყოველდღიური ცხოვრებისათვის:
- სურსათის მაღაზიები;
- აფთიაქები;
- თამბაქოს მაღაზიები (Trafik);
- საფოსტო ოფისი;
- ბენზინ-გასამართი სადგურები.
„ყველა დახურულ სივრცეში, მათ შორის სამუშაო ოფისში, სავალდებულოა FFP-2 პირბადის ტარება;
მთავრობის რეკომენდაციაა ყველა დაწესებულება გადავიდეს ე.წ. “Home Office”-ზე (დისტანციურ მუშაობაზე), თუ ეს შესაძლებელია;
სკოლები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები აგრძელებენ მუშაობას, თუმცა მოსწავლეებს შეუძლიათ არ მივიდენ დაწესებულებაში ექიმის ცნობის გარეშე:
სკოლის მოსწავლეებისთვის რეკომენდაციაა, შეძლების შემთხვევაში, დაესწრონ გაკვეთილებს დისტანციურად“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.