პლაკატი, რომელიც დაიბეჭდა 1928 წელს საქართველოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული ქალთა ყოფა-ცხოვრების გამაუმჯობესებელი კომისიის მიერ.
კომისია საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1922 წლის 30 ოქტომბრის დადგენილებით დაარსდა. მის დანიშნულებას წარმოადგენდა ქალთა ყოფა-ცხოვრებისა და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, დედებისა და ბავშვების დაცვა, მარტოხელა ქალებისათვის თავშესაფრის მოწყობა, ქალებისათვის განათლების მიღებაში ხელშეწყობა და სხვა. კომისია ბეჭდავდა პლაკატებს, რომლებიც ასახავდა და ეხმაურებოდა ქალთა იმდროინდელ ყოფას.
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი