პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ქართული დიასპორის თავმჯდომარეს და ვიცე-თავმჯდომარეს შეხვდა

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 17 ნოემბერს, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ზურაბ ბერიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ქართული დიასპორის თავმჯდომარესთან დავით ადამაშვილსა და ვიცე-თავმჯდომარესთან ეკატერინე ბერუაშვილთან.

„შეხვედრაზე განიხილეს დიასპორისათვის არსებული მნიშვნელოვანი საკითხები, სამომავლო აქტივობები და გეგმები. განსაკუთრებით აღინიშნა ქართული დიასპორის როლი საზღვარგარეთ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების საკითხში. საუბრისას ელჩმა აღნიშნა, რომ საელჩო მზად არის მხარი დაუჭიროს დიასპორას ყველა საჭირო საკითხის გადაჭრაში“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.