ათენში მცხოვრები იურისტი დევიდ – ნიკ დიმიტრიადისი ინფორმაციას აქვეყნებს საბერძნეთში ლეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ.
მისი ინფორმაციით, 12-11-2021 Β’ 5242 საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულ გადაწყვეტილების თანახმად, იწყება ვადაგასული ბინადრობის ნებართვების (άδεια διαμονής) გადავადება.
„გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღია 16 ნოემბერი 2021 წელი. განცხადების შეტანა მოხდება ელექტრონულად იმიგრაციისა და თავშესაფრის სამინისტროს ელექტრონული სერვისების მეშვეობით.“ – წერს დევიდ – ნიკ დიმიტრიადისი.