სევილიაში საუკეთესო ოპერატორის ჯილდო ფარაზ ფეშარაკის გადაეცა

სევილიის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ოპერატორის ჯილდო გადაეცა ფარაზ ფეშარაკის ალექსანდრე კობერიძის ფილმისთვის “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?”.

ალექსანდრე კობერიძის ფილმი ქართულ-გერმანული კოპროდუქციაა და ლიზასა და გიორგის სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს, ფილმი ქუთაისში გადაიღეს და მასში მთავარ როლებს ანა ქარსელაძე, გიორგი ბოჭორიშვილი, გიორგი ამბროლაძე, ოლიკო ბარბაქაძე და ვახტანგ ფანჩულიძე ასრულებენ.