საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს ნიკოლოზ ქაჯაია წარადგენს

პროექტ „რანინას“ გამარჯვებული ნიკოლოზ ქაჯაია საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს სახელით წარდგება. კონკურსანტი გიგა კუხიანიძის სიმღერას „დავაგროვოთ ღიმილები“ (lets count the smiles) შეასრულებს.

ვიდეორგოლისა და სიმღერის პრეზენტაცია ევროვიზიის ოფიციალურ საიტზე მოხდა.

გიგა კუხიანიძის სიმღერებმა საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვება სამჯერ მოაპოვებინა.

რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზია პარიზში 19 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 19 ქვეყანა მიიღებს.

საქართველო საბავშვო ევროვიზიაზე 2007 წლიდან მონაწილეობს.