საერთაშორისო კონკურსზე ლიკა შხვაცაბაიას ნახატი ათ საუკეთესო ნამუშევარს შორის დასახელდა

მარიო სასლოვსკის აბსტრაქტული მხატვრობის საერთაშორისო კონკურსში, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 300 მხატვარი მონაწილეობდა, ესპანეთში მცხოვრები ქართველი მხატვრის ლიკა შხვაცაბაიას ნახატი 10 საუკეთესო ნამუშევარს შორის დასახელდა. ინფორმაციას ესპანეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

ლიკა შხვაცაბაია წლებია ესპანეთში ცხოვრობს, მას არაერთ საერთაშორისო გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული.