მაია ბადრიძეს „ავსტრიის კანცლერის პრემია” მიენიჭა

მაია ბადრიძეს „ავსტრიის კანცლერის პრემია” მიენიჭა რობერტ მუზილის რომანის “ყმაწვილი ტერლესის ვნებანი” თარგმანისათვის- ინფორმაციას გამომცემლობა „დიოგენე“ ავრცელებს

„ეს არა მხოლოდ მაიას, არამედ მთლიანად ქართული საგამომცემლო სფეროსა და ქართველი მთარგმნელებისთვისაც დიდი წარმატება და სტიმულია.ჩვენი მხრივ, მაია ბადრიძეს ვულოცავთ და გვიხარია, რომ ერთად შეგვაქვს წვლილი ქართულ-ავსტრიული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში ლიტერატურის მიმართულებით“ აღნიშნულია გამომცემლობის განცხადებაში

მაია ბადრიძემ დაამთავრა თსუ-ის დასავლეთ ევროპის ენების და ლიტერატურის ფაკულტეტი. 2008 წელს მუზილის „უთვისებო კაცის“ თარგმანისათვის მიიღო პრემია „გალა“. 2019 წელს მიენიჭა ავსტრიის სახელმწიფო პრემია ავსტრიული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. აღსანიშნავია, რომ მას საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში ოთხჯერ გადაეცა ავსტრიის კანცლერის პრემია.