საქართველოში შვეიცარიის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს შვეიცარიაში წასვლის მსურველ მოქალაქეთა საყურადღებოდ.
“თუ თქვენ ხართ ვაქცინირებული, უნდა შეავსოთ ელექტრონული ფორმა შვეიცარიაში ჩასვლამდე არაუგვიანეს 48 საათისა. აღნიშნულ ფორმასთან ერთად უნდა წარადგინოთ კოვიდ-სერტიფიკატი.
თუ თქვენ აუცრელი ხართ და არც კოვიდ-გადატანილი, უნდა შეავსოთ ელექტრონული ფორმა, შვეიცარიაში შესვლისას წარმოადგინოთ ტესტის უარყოფითი პასუხი და შესვლიდან 4-7 დღეში კვლავ ჩაიტაროთ ტესტი; ტესტის გაკეთება არ მოეთხოვებათ 16 წლამდე ასაკის ბავშვებს. ელექტრონული ფორმა და დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://www.eda.admin.ch/…/visa-&-entry…/entry-ch.html“ – ნათქვამია საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.