საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია წარმოგიდგენთ პირველ საერთაშორისო ანიმაციის კონფერენციას – ანიმა თბილისი, 2021.
კონფერენცია გაიმართება სასტუმროში „რუმს თბილისი“, კონფერენციის პირდაპირი ჩართვა, შეგიძლიათ, იხილოთ ვებ-გვერდზე: www.saqanima.com
კონფერენცია თანამედროვე ანიმაციის საკვანძო საკითხებს ეძღვნება და სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე პროდიუსერებს, დირექტორებს, სპონსორებს, ანიმატორებსა თუ ტელერედაქტორებს აძლევს საშუალებას მოიძიონ პოტენციური პარტნიორები, დაამყარონ სათანადო კავშირები და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ.
„ქართველ ანიმატორებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიცნონ საერთაშორისო ანიმაციის წარმომადგენლები და მონაწილეობა მიიღონ საუკეთესო სპეციალისტების მიერ გამართულ მასტერკლასებსა და სამუშაო შეხვედრებში.
„მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილი მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ქართულ ანიმაციაზე, გაეცნობიან ქართველი ანიმატორების ნამუშევრებსა და მათთან შესაძლო კოლაბორაციისა თუ პარტნიორობის შესაძლებლობას.
კონფერენციის მიზანია საქართველოს წარმოჩენა და დამკვიდრება საერთაშორისო ანიმაციის რუკაზე, ქართველი ანიმატორების პოტენციალის ჩვენება და მათთვის ისეთი ქვეყნების ბაზრებზე წვდომა, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ევროპის ქვეყნები და ა.შ.“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.