ვიდეობლოგის სტუმარი ესპანეთში მოღვაწე ქართველი მხატვარი სოფო ფარჯიანია. ის არის საერთაშორისო პროექტის “artists for artists”-ის შემქმნელი, რომლის ფარგლებშიც, ცოტა ხნის წინ მადრიდში გაიმართა ქართველი მხატვრის ნინა მოსს-ის ნამუშევრების გამოფენა. როგორ ჩაიარა დაგეგმილმა ღონისძიებამ, რას მოიცავს პროექტი და როგორია ,,Eke Gallery”-ის კონცეფცია, ის ვიდეობლოგში საუბრობს.
24 ოქტომბერს გაიხსნა თავად სოფოს პერსონალური გამოფენაც გალერეა “CHROMOS”-ში. ხელოვანს გამორჩეული ხელწერა აქვს. მისი აბსტრაქტული ნამუშევრები ფიგურალურ ელემენტებთან ერთად, ხელოვნებისა და მეცნიერების ნაზავია.
სოფო გენიალური ქართველი მხატვრის – ირაკლი ფარჯიანის ქალიშვილია. საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ირაკლი ფარჯიანის სახელობის ფონდისა და ,,ბაია გალერეას“ ორგანიზებით ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, სადაც ეროვნული გალერეის ფონდებსა და კერძო კოლექციებში დაცული 80-მდე უიშვიათესი ნამუშევარი გამოიფინა. ინტერვიუში სოფო ამ ღონისძიების შესახებაც საუბრობს.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"