ქართველი ემიგრანტი მხატვარი ეკატერინე სიხარულიძე მიწვეულია ხელოვანთა ოლიმპიურ კონკურსზე – სადაც წარმოდგენილი იქნება მისი ნამუშევარი “დავით აღმაშენებელი.” ხელოვნების კონკურსი იყოფა ხუთ კატეგორიად: ფერწერა, ქანდაკება, არქიტექტურა, ლიტერატურა და მუსიკა. ეკატერინე სიხარულიძემ კონკურსზე მიწვევა მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ნამუშევარი “ვაჟა- ფშაველა“ ლუვრში გამოიფინა.
თვითნასწავლი მხატვარი 10 წელია უკვე ესპანეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის ასევე მომავალ თაობებს ზრდის ბარსელონას “წმიდა ნინოს” სახელობის სამრევლოსთან არსებულ სულიერების, განათლებისა და კულტურის ცენტრში.
ეკატერინე სიხარულიძის ნამუშევრები მსოფლიოს ცნობილ გალერეებში ადრეც მოხვედრილა. ის 65 გამოფენის მონაწილეა, უამრავი სახელოვნებო დიპლომისა თუ ჯილდოს მფლობელი.მათ შორის ლუვრში მისი ნამუშევრები გასულ წელსაც მოხვდა.