კონსერვატორიაში ბრიუსელის სამეფო აკადემიის პროფესორების მასტერკლასი გაიმართება

Erasmus +-ის მობილობის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 8 ნოემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით ბრიუსელის სამეფო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებს მასპინძლობს, პროექტის ფარგლებში გაიმართება შემდეგი მასტერკლასები: ლორენ ჰაიე – ტრომბონის მასტერკლასი; ლორენ ჰაიეს მასტერკლასი კამერულ ანსამბლთან; ნატალი ლეფევრე – კლარნეტის მასტერკლასი; ჯული დელბერთი – ფორტეპიანო, კამერული ანსამბლი. ჩარლზ მიშელი – გუნდის დირიჟორობა.

9 ნოემბერს კი, კონსერვატორიის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ლექციას ჩაატარებენ სალვატორე ჯოვენი და ოლივია ვანონ დე ოლივეირა.სალვატორე ჯოვენი:ბრამსის ინტერმეცოს ანალიზი; ოლივია ვანონ დე ოლივეირა ბელგიური მუსიკის ისტორიის მიმოხილვა.